ჩვენ გიხსნით გზას სტაბილური და წარმატებული საზღვაო კარიერისკენ.
თუ თქვენ ხართ მეზღვაური, რომელიც უკვე დასაქმებულია გემზე, ან ახლა იწყებთ თქვენს საზღვაო კარიერას — ჩვენ მზად ვართ დაგიჭიროთ მხარი თქვენს პროფესიულ გზაზე.
Columbia Shipmanagement Georgia-ში ჩვენ გვჯერა გამჭვირვალე კომუნიკაციის, სამართლიანი მოპყრობისა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბების. ჩვენ ვაფასებთ იმ პროფესიონალებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მსოფლიოს გემების უსაფრთხო და ეფექტურ გადაადგილებაზე. აღმოაჩინეთ ის შესაძლებლობა, რომელსაც ეძებთ — თქვენი საზღვაო კარიერა აქ იწყება.
Columbia Shipmanagement Georgia- შივამაყობთ, რომ ვართ საზღვაო ინდუსტრიაში ნდობით აღჭურვილი და ცნობილი დამსაქმებელი. მიუხედავად იმისა, ხართ გამოცდილი მეზღვაური თუ მხოლოდ ახლა იწყებთ კადეტის რანგში თქვენს კარიერას, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო ვაკანსიებს სხვადასხვა ტიპის გემებზე, რაც ქმნის მრავლფეროვან შესაძლებლობს.
თქვენ იწყებთ კარიერას, პროფესიული ზრდის პერსპექტივით,ჩვენი კლავიფიციური გუნდის მხარდაჭერით, მსოფლიოში ყველაზე გამართულ და აღიარებულ გემებზე დასაქმების შესაძლებლობით.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მართეთ თქვენი მომავალი თავდაჯერებულობით და სიამაყით.
თქვენი საზღვაო კარიერული მოგზაურობა სწორედ აქ იწყება!
Columbia Group გაძლევთ წვდომას ფართო და თანამედროვე ფლოტზე, რომელიც ოპერირებს მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ტიპის გემებსა და სავაჭრო პლატფორმებზე. ეს უზრუნველყოფს სტაბილურ დასაქმებას, ნაოსნობის უწყვეტობას და მოქნილობას, რათა თქვენი გამოცდილება, სერტიფიკატები და გრძელვადიანი კარიერული მიზნები ერთმანეთს შეესაბამებოდეს.
ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს მეზღვაურებს მკაფიო და სტრუქტურირებული კარიერული გზებით, რომელიცმხარს უჭერს გრძელვადიან ზრდას კადეტიდან ოფიცრის პოზიციებამდე. ყოვლისმომცველი ტრენინგების, სიმულატორებზე დაფუძნებული სწავლებისა და დამსახურებაზე დაფუძნებული დაწინაურების დაგეგმვის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თანმიმდევრულ პროგრესს და შესაძლებლობას მიიღოთ ფართო გამოცდილება ჩვენს ფლოტში, რათა თითოეული ნაბიჯი იყოს მიზნობრივი და პროგრესული.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, გრძელვადიან დასაქმებას თანმიმდევრული კონტრაქტებით, გამჭვირვალე პირობებით და საიმედო როტაციის გრაფიკებით. სამუშაოს უსაფრთხოების, პროგნოზირებადი დაგეგმვისა და მაქსიმალური მოქნილობის კომბინაციით, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს მეზღვაურებს პროფესიული ვალდებულებების დაბალანსებაში ოჯახურ ცხოვრებასა და პირად პრიორიტეტებთან – კომპანიასთან ერთად, რომელიც ასრულებს თავის დაპირებებს.
ჩვენ უზრუნველვყოფთ დასაქმებას ტექიკურად გამართულ გემებზე, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით,უახლესი უსაფრთხოების ნორმებით და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო საზღვაო რეგულაციებთან. უსაფრთხოება ჩვენი ოპერაციების ძირითადი უპირატესობაა, რაც აისახება ეკიპაჟის მაღალ ნდობაზე, ბორტზე უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებაზე და გუნდური მუშაობის ძლიერ კულტურაზე.
კონკურენტული დასაქმების პაკეტების მიწოდებით, დროული ხელფასის გადახდით, მკაფიოდ განსაზღვრული ბონუსებისა და შვებულების ანაზღაურების სტრუქტურით ჩვენ უზრუნველვყოფთ სამართლიანობას, თანმიმდევრულობას და ფინანსურ უსაფრთხოებას ჩვენი მეზღვაურებისთვის.
ჩვენ ვანიჭებთ პრიორიტეტს ჩვენი მეზღვაურების კეთილდღეობას უსაფრთხო, მხარდამჭერი და პატივისცემაზე დაფუძნებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ზღვასა და ხმელეთზე.
კომფორტული პირობებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერით დაინკლუზიურიკომუნიკაციით – ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ეკიპაჟის თითოეული წევრი გრძნობს ზრუნვას, მხარდაჭერას და დაფასებას, მსოფლისო ნებისმნიერ წერტილში.
CSM-ში ჩვენ გვჯერა, რომ ახალი თაობის საზღვაო პროფესიონალების განვითარებაში ინვესტირება წარმოადგენს უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი მომავლის გარანტიას.
ჩვენ კადეტებს ვთავაზობთ პრაქტიკულ გამოცდილებას და მენტორობის შესაძლებლობებს, რაც მათ ეხმარებათ წარმატებული კარიერის დაწყებაში.